საქმიანობის სფერო

 

 

საქართველოს საპროცესო სამართალი ეყრდნობა ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა თანასწორობის და სამართლიანობის, მხარეთა შეჯიბრებითობის, მიუკერძოებლობის პრინციპები. სასამართლო ხელისუფლება საქართველოში ხორციელდება ორი განცალკვებული სასამართლო შტოს მიერ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ. საკანონმდებლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და ხორციელდება ექსკლუზიურად სასამართლოების მიერ. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო ზედამხედველობას; მისი მიზანია  კონსტიტუციური წესრიგის დაცვა დარღვევებისგან, ასევე საქართველოს კონსტიტუციით  აღიარებული და გარანტირებული  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

 

საქართველოს საერთო სასამართლოები შედგებსამი საფეხურისგან :

საქალაქო სასამართლოები;

სააპელაციო სასამართლოები;

საკასაციო სასამართლო (უზენაესი სასამართლო).

 

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები სარჩელებს განიხილავენ, შესაბამისად, პირველი და მეორე ინსტანციით, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციას საქართველოში. იგი ზედამხედველობს, სამართლის აღსრულებას საქართველოს სასამართლოებში და ხელს უწყობს კანონების ერთგვაროვან ინტერპრეტაციას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

 

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC