საქმიანობის სფერო

 

BLC იყო ერთ-ერთი პირველი იურიდიული ფირმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების მსხვილ გარიგებებში საქართველოში და ამჟამადაც ჩართულია უძრავი ქონების გარიგებებში კერძო პირების და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობით. BLC წარმოადგენს კლიენტებს სახელმწიფო დაწესებულებების და მიწის პრივატიზაციის პროცესებში, ახორციელებს ამომწურავ საკონსულტაციო საქმიანობას პრივატიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით და,ასევე, საპრივატიზაციო ობიექტების სრულ სამართლებრივ კვლევას, რათა დაადგინოს მესამე პირებთან მათი ვალდებულებები და პოტენციური რისკები. 

BLC
წარმოადგენს კლიენტებს კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპრაკებებში, ლიცენზიების, საბუთების მომზადების, თანხმობების და ნებართვების მოპოვებისას, მონაწილეობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ აუქციონებში. BLC ამზადებს წილის გასხვისების მარტივ და რთულ და საინვესტიციო ხელშეკრულებებს და უზრუნველყოფს განგრძობად კონსულტაციებს, რათა ხელი შეუწყოს გარიგებების წარმატებით განხორციელებას და კომპანიების ეფექტურ მუშაობას.

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC