საქმიანობის სფერო

 

BLC- საკორპორაციო და კომერციული სამართლის სფეროში როგორც მარტივ, ასევე, კომპლექსურ, რამდენიმე მხარის მონაწილეობით შექმნილ კორპორატიულ სტრუქტურებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს.

 

ჩვენი საქმიანობა მოიცავს კომპანიების რეგისტრაციას, კომპანიების შერწყმასა და მათში წილის შეძენას, კომპანიის გაყოფას, კორპორაციის რესტრუქტურიზაციას, ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას, შვილობილი კომპანიების და წარმომადგენლობითი ოფისების რეგისტრციას. საქმიანობის პირველ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ სხვადასხვა გარიგეებთან დაკავშირებით სავარაუდო პარტნიორების დეტალურ სამართლებრივ ანალიზს. სხვადასხვა კომპანიის სამართლებრივი ანალიზისას, ყურადღებას ვამახვილებთ საკორპორაციო საკითხებზე, საქმიანობის სფეროზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნეს პრაქტიკაზე და, რაც მთავარია, სამართლებრივ რისკებზე. ჩვენი კლიენტები იღებენ სანდო, დროულ და ეფექტურ სამართლებრივ დახმარებას არა მხოლოდ მთავარ, სტრატეგიულ საკითხებზე, არამედ  ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საკითხებზეც.

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC