ჩვენ შესახებ

 

2015 წელს ჩვენ აღვნიშნეთ წარმატებული სამართლებრივი პრაქტიკის 15 წლის იუბილე. იურიდიული ფირმა BLC დაფუძნდა 2000 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული და სამართლის სხვადასხვა დარგში გამოცდილების მქონე იურისტების მიერ. ჩვენი კომპანია ქართულ ბაზართან და ბიზნესებთან  ერთად გაიზარდა. ჩვენ გავუწიეთ იურიდიული მომსახურება საქართველოში პირველად შემოსულ ინვესტორებს, უცხოურ კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საფინანსო ინსტიტუტებს, უცხო ქვეყნების საელჩოებს და დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქართულ კომპანიებს.

 

ამჟამად, BLC არის წამყვანი იურიდიული ფირმა სამართლის სხვადასხვა სფეროში, ჩვენი იურიდიული მომსახურების ძირითადი სფეროებია: საბანკო და ფინანსური სამართალი, საგადასახადო სამართალი, კორპორაციული გარიგებები და სტრუქტურები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხასიათის დავები.

 

BLC- პარტნიორებსა და იურისტებს განათლება აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსტეტებში აქვთ მიღებული; სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა კომპანიის მკვეთრად დასავლური ორიენტაცია, მისი მაღალი ეთიკური სტანდარტები, შრომისმოყვარეობა და განსაკუთრებული მზრუნველობა როგორც კლიენეტების, ისე მათი პროფესიის მიმართ.


BLC
არის ერთადერთი იურიდიული ფირმა საერთაშორისო პრაქტიკით, რომელსაც აქვს მოქმედი ფილიალი ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და მთელი რიგი პარტნიორი კომპანიებისა მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

 

თავისი სამართლებრივი პრაქტიკის განმავლობაში, BLC-ს აქ თანამშრომლობის გამოცდილება მსოფლიოს ისეთ უდიდეს იურიდიულ ფირმებთან, როგორებიცაა: “სლოერ & მეი” (Slaughter & May),  “ბეიკერ & მაკკენზი” (Baker & McKenzie), “უაი & ეისი” (White & Case),  და ..

 

ჩვენ წარმატებულად დავასრულეთ ბევრი სასამართლო თუ საარბიტრაჟო დავა, ჩვენი კლიენტებისთვის ჩავატარეთ ამომწურავი სამართლებრივი ანალიზი, ჩართულები ვიყავით კომპანიების შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებულ დიდ თუ საშუალო გარიგებებში.   თავისი იურისტებისა და ექსპერტების მეშვეობით, BLC უზრუნველყოფს მომსახურებ საოჯახო, მემკვიდრეობითი, სისხლის თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. BLC, ასევე, ფართოდ იყო ჩართული საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პრივატიზაციის და აუქცონების პროცესებში.

 

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC