ჩვენი გუნდი

პარტნიორი და ჩვენი იურიდიული ფირმის დამფუძნებელი. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნეს სამართალ, სამოქალაქო და კომერციულ სამართალ, ენერგეტიკის სამართალ, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალ, პრივატიზაციის სამართალ, საინვესტიციო სამართალ და საერთაშორისო საჯარო სამართალ სფეროებში მუშაობას.

 

იურიდიული ფირმის დაფუძნებამდე 2000 წელს, -ნი ალექსანდრე მუშაობდა უფროს იურისტად იურიდიულ ფირმა GCG-ის საქართველოს ოფისში, სადაც წარმოადგენდა სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩაბმულნი იყვნენ საბანკო და საფინანსო, ნავთობისა და გაზისასევე პროექტების ფინანსირების სექტორებში. მანამდე, -ნი ალექსანდრე მუშაობდა კონსულტანტ იურისტად ქართულ-ამერიკულ სსაბსოლუტ ბანკში”, სადაც იგი წარმოადგენდა ბანკს  სამოქალაქო და კომერციულ, საბანკო და ფინანსურ სამართალთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში. -ნი ალექსანდრეს პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილებას ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს პირველ ოლქში, სადაც იგი ამზადებდა სხვადასხვა დოკუმენტებს, წერილობით მოსაზრებებს, წინასასამართლო შუამდგომლობებს. ბ-ნი ალექსანდრე ასევე მუშაობდა იურისტად გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის თბილისის ოფისში და კითხულობდა ლექციებს სახელშეკრულებო, ნავთობისა და გაზის სამართალში, ჰავაის ამერიკულ უნივერსიტეტში - თბილისის კამპუსში.

 

ბ-ნი ალექსანდრე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხშირად გამოდის სიტყვით სხვადასხვა საინვესტიციო ფორუმებსა და კონფერენციებზე, საქართველოში ინვესტირების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბ-მა ალექსანდრემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კანონის შექმნის პროცესში სამშენებლო სამართალთან დაკავშირებით. ასევე იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოს სამშენებლო სამართლის კოდიფიცირების პროცესში და სერიოზული ინტერესი გააჩნია საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ურბანული განვითარების საკითხებში.

 

ბ-ნ ალექსანდრეს მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლომი (1994 წ.). ასევე მას მოპოვებული აქვს LL.M-ის ხარისხი ნოტერდამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან (1996 წ.)

 

ქართულ ენასთან ერთად, რომელიც ბ-ნ ალექსანდრეს მშობლიური ენაა, იგი ასევე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC