ჩვენი გუნდი

 

ქეთი ქვარცხავა ჩვენი იურიდიული ფირმის პარტნიორია 2003 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან 2003 წლამდე, სხვადასხვა დროს იყო ფირმის ადვოკატი და იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი. იგი 1999 წლიდან წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არბიტრაჟში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გასცემს პროფესიულ კონსულტაციას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, კორპორატიულ, შრომის სამართლის საკითხებზე, ჩართულია რთულ საერთაშორისო კომერციულ გარიგებებში, საბანკო და ფინანსურ საკითხებში, უძრავი ქონების, წარმოების, ენერგეტიკის და სხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში.

 

ქალბატონ ქეთის აქვს USAID საქართველოში მუშაობის გამოცდილება, კომერციული სამართლის მრჩეველის პოზიციაზე, სადაც იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართლებრივი გარემოს შეფასებაში, საგადასახადო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მიმართულებების განსაზღვრაში და ა.შ. ქ-ნი ქეთი ასევე ასწავლიდა საერთაშორისო კერძო სამართალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი მუშაობდა იურისტად ქართულ-ამერიკულაბსოლუტ ბანკ”-ში, სადაც ბანკს შესაბამის რჩევებს აძლევდა სხვადასხვა საგადასახადო, სამართლებრივ საკითებთან დაკავშირებით და წარმოადგენდა მას მთელ რიგ წარმატებულ სასამართლო პროცესებში. -ნი ქეთი ასევე მუშაობდა .. ”ტრანსკავკასია“ ბანკში იურისტად, სადაც დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აძლევდა რჩევებს საბანკო და საფინანსო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. - ქეთის ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება გაერო- საქართველოს მისიაში, ნიუ-იორკში, სამართლებრივ სფეროში ასისტენტის პოზიციაზე. რამდენიმე წლის მანძილზე ქალბატონი ქეთი იყო საქველმოქმედო ფონდპირველი ნაბიჯისგამგეობის წევრი, ასოციაცია თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი.

 

 

- ქეთის 2001 წელს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სამოქალაქო სამართლის სპეციალობითმიღებული აქვს ამერიკული სამართლის მაგისტრის LLM წოდება ამერიკული უნივერსიტეტიდან - Wake Forest University School of Law 1999 წელს. მას ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

 

 

ქალბატონი ქეთი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2003 წლიდან.

 

 

ქართულ ენასთან ერთად, რომელიც -ნი ქეთის მშობლიური ენაა, იგი ასევე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC