ჩვენი გუნდი

 

გიორგი ბათლიძე არის ჩვენი იურიდიული ფირმის პარტნიორი. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს, საკორპორაციო სამართალს, კორპორატიულ გარიგებებს, სამოქალაქო სამართალს და სასამართლო დავებს, ენერგეტიკის სამართალს, უძრავი ქონების და საინვესტიციო გარიგებებს, ასევე ტელეკომუნიკაციებისა და შრომის სამართალს. 

 

-ნი გიორგი BLC-ის გუნდს შემოუერთდა 2008 წელს. სანამ პარტნიორი გახდებოდა, -ნი გიორგი მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ მაინეკეს იურიდიულ ფირმაში, (გეტინგენი, გერმანია) და საერთაშორისო იურიდიულ კონსულტანტად სამშენებლო კომპანია ..დოკ”-ში.

-ნი გიორგის გამოცდილება აქვს კლიენტების წარმომადგენლობაში წარმატებით დასრულებული საკორპორაციო და პროექტების ფინანსირების ტრანზაქციებში, ძირითადად განახლებადი ენერგეტიკის სფეროში. -ნი გიორგის ასევე გამოცდილება აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული რჩევების მიცემის, სამართლებრივი ანალიზის ანგარიშების მომზადების, წამყვან იურისტად მუშაობის საინვესტიციო და სესხის ტრანზაქციებში და ..

 

მას 2007 წელს მოპოვებული აქვს გეტინგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საკორპორაციო და სამოქალაქო სამართალში, 2001-2005 წლებში გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სრული კურსი, 2005 წელს მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლომი. -ნი გიორგი ასევე არის გეტინგენის უნივერსიტეტის სადოქტორო კანდიდატი.

 

-მა გიორგიმ 2008 წლის მაისში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა, ხოლო 2010 წელს კი პატენტრწმუნებულის გამოცდა. 

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, გიორგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს, ასევე ფრანგულს დამწყების დონეზე.

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC