ჩვენი გუნდი

 

ანრი ხონელიძე არის ბათუმის ფილიალის დირექტორი ჩვენს იურიდიულ ფირმაში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს საკორპორაციო, სამოქალაქო და სახელშეკრულებო სამართალებრივ საკითხებს. 

 

სანამ BLC-ის გუნდს შემოუერთდებოდა, ანრი მუშაობდა სს `ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი საქართველო"-ში საკრედიტო ადმინისტრატორად. 

 

ანრიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2007წ.) და ფლობს დიპლომს აშშ-ის ნიუ ბრაუნფელსის სკოლიდან (2003წ.). მან 2009 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. ამჟამად, ანრი არის კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი კორპორაციულ სამართალში.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, ანრი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC