ჩვენი გუნდი

ირაკლი გვილია ჩვენი იურიდიული კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულების ხელმძღვანელი. მისი იურიდიული პრაქტიკის არეალი მოიცავს სამართლის შემდეგ სფეროებს: საკორპორაციო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, კომპანიების შერწყმა და შესყიდვა, ინვესტიციების, ენერგეტიკის და პროექტების ფინანსირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

 

2011 წელს ბი-ელ-სი-ში გადმოსვლამდე ი. გვილია მუშაობდა კორპორაციული იურისტის თანამდებობა სს ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში და ასევე იყო მიკროსაფინანსო და სალიზინგო შვილობილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატების იურიდიულ სკოლაში ჩაბარებამდე ბატონი გვილია მუშაობდა სს კრედიტინფო საქართველოში იურისტის თანამდებობაზე.

 

ირაკლი გვილიას მიღებული აქვს მაგისტრის წოდება ნიუ ჰემპშირის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლიდან კომერციის და ტექნოლოგიების განხრით (ნიუ ჰემპშირი, აშშ, 2010); ასევე მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (თბილისი, 2005). იურიდიული სკოლის დამთავრების შემდეგ ბატონი გვილია მუშაობდა იურიდიულ კომპანია სილვერბერგ, გოლდმან, ბაიკოვში, რომელიც აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში ინტელექტუალური საკუთრების განხრით წამყვანი იურიდიული ფირმაა. ასევე ბატონი გვილია მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში, კერძოდ ნიუ ჰემპშირის შტატის იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე და ქალაქ ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციებზე.

ბ-მა ირაკლიმ 2016 წელს დაამთავრა საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერის პროგრამა.

 

ბ-მა ირაკლიმ 2013 წლის ნოემბერში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა, ხოლო 2013 წელის ივნისში კი პატენტრწმუნებულის გამოცდა.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, ირაკლი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე ესპანურს დამწყების დონეზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC