ჩვენი გუნდი

რუსუდან ხაზარაძე არის იურისტი ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს კორპორაციულ სამართალს, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალს, ენერგეტიკის სამართალს, შრომისა და საიმიგრაციო სამართალს.

 

რუსუდანი ჩვენს კომპანიას შემოუერთდა 2011 წელს. მისი პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს კლიენტებისათვის სხვადასხვა საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, სამართლებრივი საკითხების კვლევას, რეგისტრაციებს.

მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის სტატუსი (2011 წელი). ამჟამად, იგი სწავლობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

სანამ BLC-ის გუნდს შემოუერთდებოდა, რუსუდანმა სტაჟირება გაიარა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ის აგრეთვე გახლდათ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის აქტიური წევრი. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებში, სამართლებრივ კონკურსებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. მათ შორის, ილიამ ვისის სახელობის 23-ე იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში (ვენა, ავსტრია, 2016).

 

2012 წელს მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ზოგადი სპეციალიზაციით.

 

ქართული მშობლიური ენის გარდა, რუსუდანი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC