ჩვენი გუნდი



ქ-ნი ეკატერინე სვანიძე ჩვენს ფირმაში მუშაობს უფროს იურისტად, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს კორპორაციულ, სამოქალაქო და შრომის სამართალს, აგრეთვე, სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს. 

 

2012 წლის ივნისამდე, ჩვენს იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყებამდე, ქ-ნი ეკატერინე სვანიძე მუშაობდა იურისტად პროკრედიტ ბანკში, საქართველო და ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალში; მას ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება BP საქართველოს კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში, სტაჟიორად.

 

ქ-ნი ეკატერინეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესის შეჯიბრებში, როგორიც არის მაგალითად იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპულ სამართალში (2008 წ) (Moot Court). იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების გუნდის ყოფილი წევრი. ამჟამად ქ-ნი ეკატერინე არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტისა და შპაიერის ინსტიტუტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ”საჯარო მმართველობა” (ასწავლის კურსს - ევროკავშირი და მისი საჯარო ადმინისტრირება).

 

ქ-ნმა ეკატერინემ ბაკალავრის (წარჩინებით, 2006 წელს) და შემდგომ მაგისტრის ხარისხი (2008 წს.) სამოქალაქო სამართლის სპეციალობით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ქ-ნმა ეკატერინემ ასევე წარჩინებით მოიპოვა LL.M. - ის დიპლომი ევროპულ და საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, ლეიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია, 2009 წ).

 

ქ-მა ეკატერინე სვანიძემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები 2007 წელს.

 

ქართული და რუსული ენების გარდა, რომლებიც ქ-ნი ეკატერინეს მშობლიური ენებია, იგი ასევე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას და სასაუბრო დონეზე ფლობს გერმანულს. 

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC