ჩვენი გუნდი

ქეთი ბერაძე არის იურისტი ჩვენს ოფისში. მის სპეციალობა მოიცავს საგადასახადო და სამოქალაქო სამართალს, კორპორაციულ სამართალს, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას და ანალიზს.

 

სანამ BLC-ის გუნდს შემოუერთდებოდა 2013 წელს, ქალბატონი ქეთი მუშაობდა ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზაში“ იურიდიულ დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, რომელიც გახლავთ სარკინიგზო ქსელის ერთადერთი ოპერატორი და უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს იურიდიულ ფირმა BGI-ში იურისტის თანამდებობაზე მუშაობას. მანამდე იგი მუშაობდა უმცროს საგადასახადო ანალიტიკოსად და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელ თანაშემწედ ერთ-ერთ წამყვან ქართულ ბანკში -სს ,,საქართველოს ბანკი“.

 

ქალბატონმა ქეთიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. მან ასევე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი (LL.M) კომერციულ სამართალში როტერდამში, ერასმუსის უნივერსიტეტში (ჰოლანდია).

 

ქეთი ბერაძემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები 2007 წელს და გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

ქეთის მოპოვებული აქვს სერთიფიკატები, საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვაში და ფინანსურ მენეჯმენტში, მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში, ESM - თბილისი (ამჟამად - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი). ასევე მიღებული აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა (GFPAA) ფედერაციის სერთიფიკატი.

 

ქართული ენის გარდა, რომელიც ქეთის მშობლიური ენაა, იგი ასევე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და გერმანულს დამწყების დონეზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC