ჩვენი გუნდი

დავით ტაბატაძე არის იურისტი ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და ინტელექტუალური საკუთრების სამართალთან დაკავშირებულ დავებში. სამართლებრივი საკითხების კვლევას, სასამართლო დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენას, ადმინისტრაციული ორგანოებიდან დოკუმენტაციის მოპოვებას და ა.შ. სანამ BLC-ის გუნდს შემოუერთდებოდა 2013 წელს, ბ-ნმა ტაბატაძემ სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონფერენციაში, სამართლებრივ შეჯიბრებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. როგორიცაა ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ორგანიზებული იყო ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, სადაც იგი დასახელდა საუკეთესო მომხსენებლად (2013). მისმა სტატიამ ასევე გამარჯვება მოიპოვა 2013 წელს ჩატარებულ ,,ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვისთვის ” გამართულ სტატიების კონკურსში.

 

დავითი გახლავთ ავტორი სტატიებისა, რომელიც ეხება სამოქალაქო საპროცესო სამართლის და სახელშეკრულებო სამართლის პრობლემატურ საკითხებს, კერძოდ ,,მტკიცების ტვირთი და სტანდარტები სამოქალაქო პროცესში“ და ,,ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი“.

 

მან მონაწილეობა მიიღო NCCL-ის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის და ზამთრის სკოლებში, რომელიც ეხებოდა სასესხო ვალდებულებებათა უზრუნველყოფის საშუალებებს ამერიკასა და საქართველოში, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებს და ვალდებულებითი სამართლის აქტუალურ საკითხებს ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით.

 

დავითმა სამართლის სპეციალობით ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013).

 

ამჟამად, იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. ბატონმა ტაბატაძემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2013 წლის ნოემბერში.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC