ჩვენი გუნდი

ლევან ქანთარია არის უმცროსი იურისტი ჩვენს ოფისში. იგი იურიდიულ ფირმას შემოუერთდა 2014 წლის მარტიდან. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სარჩელების, საჩივრებისა და შესაგებლების მომზადებას, სასამართლოს ზეპირი სხდომებისთვის და კორპორატიული შეხვედრებისათვის მომზადებაში იურისტების დახმარებას, ყველა სასამართლო საქმეზე დოკუმენტების ორგანიზებასა და შეგროვებას, სამართლებრივი საკითხების კვლევას, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის წერასა და ანალიზს, საჯარო ორგანოებიდან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის გამოთხოვას და სხვას.

 

ჩვენს იურიდიულ ფირმაში დასაქმებამდე, ბ-ნმა ქანთარიამ გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამართლებრივი მკვლევარის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით დასრულებისთანავე მას შესთავაზეს იურიდიული მრჩევლის პოზიცია სს „ექსპო ჯორჯია“-ში.

 

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე ბ-ნმა ქანთარიამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ შეჯიბრში, საზაფხულო და ზამთრის სკოლაში და კონფერენციაში, მათ შორის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ შეჯიბში (თბილისი, საქართველო 2013), უილიამ ვისის სახელობის 21-ე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში და სხვადასხვა ეროვნულ შეჯიბრებაში (ძირითადად დავის ალტერნატიული გადაწყვეტისა და ბიზნეს სამართლის სფეროში ჩატარებულ პროცესებში).

 

ამჟამად, ბ-ნი ქანთარია არის თავისუფალი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, ბ-ნი ქანთარია ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC