ჩვენი გუნდი

გიორგი კილასონია არის უმცროსი იურისტი ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. მისი საქმიანობის სფერო მოიცას სამოქალაქო, საკორპორაციო, საარბიტრაჟო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, ასევე სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს.

 

2015 წელს BLC-ში იურისტის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, ბ-ნმა გიორგიმ გაიარა სტაჟირება ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონის სხვადასხვა შეჯიბრში, როგორიცაა, შეჯიბრი კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში და ვილიამ ვისის სახელობის 22-ე იმიტირებული პროცესში საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში (ვენა, ავსტრია, 2015).

 

ბ-ნმა გიორგიმ 2014 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. ამჟამად, იგი სწავლობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, ბ-ნი გიორგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC