ჩვენი გუნდი

ბ-ნი გოჩა ოყრეშიძე ჩვენს იურიდიული ოფისში მუშაობს იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში საქმეების განხილვისას სამოქალაქო, საკორპორაციო, ადმინისტრაციულ და ინტელექტუალური სამართლის დავებში; სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კვლევების მომზადებას; სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნას, მათ ანალიზს და სხვ.

 

BLC-ში დასაქმებამდე, ბ-ნი ოყრეშიძე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამართლებრივი მკვლევარის პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს სტაჟირებას არასამთავრობო ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი.“

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბ-ნი ოყრეშიძე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონფერენციასა და სამართლებრივ პროექტში, როგორებიცაა Allen & Overy „მსოფლიო უნივერსიტეტების შედარებით-სამართლებრივი პროექტი 2013“ და თსუ „სტუდენტური კონფერენცია 2014“. ბ-ნი ოყრეშიძე ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის „2014 წლის ბიზნეს სამართლის ეროვნული შეჯიბრების“ და ელსა-ს „2014 წლის კერძო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის“ გამარჯვებული. 2013 წელს ბ-ნი ოყრეშიძე გახდა მკდ-ს „სტუდენტური სტიპენდიის“ სტიპენდიანტი.

 

ამჟამად ბ-ნი ოყრეშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.

 

გარდა მშობლიური ქართულისა, ბ-ნი ოყრეშიძე ფლობს ინგლისურ ენას და აქვს გერმანული და რუსული ენების საშუალო ცოდნა.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC