ჩვენი გუნდი

გვანცა გოგუაძე არის უმცროსი იურისტი ჩვენს იურიდიულ კომპანიაში, სამოქალაქო და საკორპორაციო სამართლის სპეციალიზაციით. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს მეწარმე და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას, სამართლებრივი საკითხების კვლევას, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის შედგენასა და ანალიზს, დოკუმენტების მოპოვებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან და სხვა.

 

2015 წლის დეკემბრამდე, ჩვენს იურიდიულ ფირმაში დასაქმებამდე, გვანცა მუშაობდა საქმეების კოორდინატორად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმეების კოორდინაციის სამსახურში; მას ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება სს „თი-ბი-სი ბანკში” საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში, სტაჟიორად. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში, სამართლებრივ კონკურსებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

 

გვანცა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს (2011 წელი). ამჟამად, გვანცა არის კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, გვანცა სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, ასევე ფრანგულს, დამწყების დონეზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC