ჩვენი გუნდი

ქ-ნი ნინო ბოლქვაძე არის იურისტი ჩვენს ოფისში. მისი სპეციალობა მოიცავს სამოქალაქო სამართალსა და სასამართლო დავებს, საკორპორაციო სამართალს, ფინანსურ სამართალს, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და ანალიზს.

 

სანამ BLC- ის გუნდს შემოუერთდებოდა 2016 წელს, ნინო მუშაობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაში იურიდიულ მრჩევლად. იგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო კომპანია ,,გრას სავუა“-ში (თბილისის ოფისი) იურიდიულ მრჩეველად და იურიდიულ კომპანია BLC-ში იურისტის თანაშემწედ 2010-2012 წლებში.

ქ-მა ბოლქვაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მან ასევე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი (LL.M) საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, სორბონ - ასას-ის საერთაშორისო სამართლის სკოლაში, პანთეონ ასასის უნივერსიტეტში (პარიზის მე-2 უნივერსიტეტი) (საფრანგეთი). პარიზში სწავლის პერიოდში ქ-ნი ნინო ბოლქვაძე მაგისტრატურის ფარგლებში მონაწილეობდა ისეთი ცნობილი საერთაშორისო იურიდიული ფირმების მიერ ორგანიზებულ სამართლებრივ კლინიკებში, როგორებიცაა: Linklaters (პარიზი), Ashurst (პარიზი), Allen & Overy (პარიზი), Eversheds (პარიზი) და Bredin Prat (პარიზი).

 

ნინომ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2011 წელს და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC