ჩვენი გუნდი

 

თამთა ივანიშვილი ჩვენს კომპანიაში მოღვაწეობს იურიდიული დირექტორის თანამდებობაზე. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამეწარმეო, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, ინტელექტუალური საკუთრებისა და შრომის სამართალს, აგრეთვე, სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს, დავების განხილვას არბიტრაჟსა და სასამართლოში.  

 

2008 წელს ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე, თამთამ სტაჟირება გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიულ დეპარტამენტში; მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს იურისტის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციაში - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, სადაც იგი საარჩევნო სამართალთან დაკავშირებულ კონსულტაციებს უწევდა დამკვირვებლებს არჩევნების მიმდინარეობისას2008 წელს იგი ჩვენს იურიდიულ ფირმას შემოუერთდა, როგორც იურისტის თანაშემწე. თამთა მონაწილეობას იღებდა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული  იმიტირებული პროცესები კერძო სამართალში და ვილიამ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში, რომელიც ჩატარდა ვენაში, ავსტრია, 2007წ.

 

თამთამ წარჩინებით დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა შედარებით კონსტიტუციურ სამართალში  (ბუდაპეშტი, 2010) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი (თბილისი, 2009).

 

2010 წელს თამთამ ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ხოლო გერმანულს - საშუალოდ. 

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC