ჩვენი გუნდი

 

 

 

ლაშა უფლისაშვილი არის ენერგეტიკის, უძრავი ქონებისა და მშენებლობის პრაქტიკის ხელმძღვანელი ჩვენს იურიდიულ კომპანიაში. მისი სამართლებრივი პრაქტიკა მოიცავს  საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებს, საკორპორაციო სამართალს, შერწყმას, სამოქლაქო სამართალსა და სასამართლო დავებს, უძრავ ქონებასთან და ინვესტიციასთან დაკავშირებულ გარიგებებს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, ფინანსებს და სადაზღვეო სამართალს.  

 

სანამ BLC-ის გუნდს შემოუერთდებოდა 2008 წელს, ლაშა მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველად. იგი ფლობს LL.M.-ის ხარისხს, რომელიც მოიპოვა რიგის სამართლის სკოლაში, საერთაშორისო და ევროპულ სამართალში (ლატვია 2007)  მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი (2005 წელს), და ფლობს წარჩინების (ჩუმ Lაუდე) დიპლომს რობერტ რ. ლი-ს სკოლიდან, სან ანტონიო, ტეხასის შტატი (2000 წელს). სწავლის პერიოდში ლაშა იყო ახალგაზრდა იურსიტ სტუდენტთა ასოციაციის წევრი და ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის წევრი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებში, როგორიცაა გაეროს მოდელირება; ბიზნეს სამართლისა და ინტელექტუალური სამართლის ტრენინგი; ტრენინგები, საერთაშორისო საჯარო, საბანკო, საფინანსო და დაზღვევის სამართალში; ტრენინგი საერთაშორისო კერძო სამართალში, ორგანიზებული ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის მიერ. მან 2008 წლის მაისში წარმატებით ჩააბარა საქართველოს იურსისტთა ასოციაციის გამოცდები. 

 

მშობლიური ქართული ენის გარდა, ლაშა ასევე სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს

 

 

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC