სიახლეები და პუბლიკაციები

იურიდიული კომპანია „BLC“ აგრძელებს Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში მონაწილე გუნდების მხარდაჭერას.

წელს, „BLC“-მ დიდი დახმარება გაუწია 22-ე Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში მონაწილე GIPA-ს გუნდს. გუნდს მომზადებაში ეხმარებოდნენ იურიდიული კომპანია BLC-ის იურისტები, რუსა ჭკუასელი და ნინო სესიტაშვილი, რომლებიც 2009 წელს თავად მონაწილეობდნენ Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში. კომპანიამ აგრეთვე უზრუნველყო გუნდის ლოჯისტიკური მხარდაჭერა. შეჯიბრისათვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, სტუდენტები სარგებლობდნენ კომპანიის ოფისით, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო კომპანიის ბიბლიოთეკა და მომზადებისათვის აუცილებელი მასალები.

აღსანიშნავია, რომ GIPA-ს გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ხატია გოგილაშვილი, ქეთევან გივიშვილი, დარინა ბერიძე და მიხეილ შათაშვილი, პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მოიგო იმიტირებული პროცესის თბილისის მოსამზადებელი ეტაპი და გავიდა პირველ ადგილზე საქართველოს, ბელორუსის, ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტების 11 გუნდს შორის.

Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. 1994 წლიდან, შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს როგორც სტუდენტებს, ისე წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

BLC სრულად აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ნიჭიერი და მონდომებული იურისტების ახალი თაობის წინაშე და წარმატებას უსურვებს GIPA-ს გუნდს ფინალურ თამაშებზე ვენაში!

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC