სიახლეები და პუბლიკაციები

2015 წლის 17-20 ივნისს, იურიდიულმა ფირმამ BLC უმასპინძლა ევროპა-კავკასია-აზიის (ECA) მე-10 საიუბილეო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 150-მდე წამყვანმა იურიდიულმა ფირმამ. როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე საერთაშორისო იურიდიული ფირმებიდან, როგორებიც არიან: Baker & Mckenzie, Clifford Chance, Freshfields, White & Case, Linklaters, Shearman & Sterling. საერთაშორისო იურიდიული ფირმების გამოცდილმა პარტნიორებმა ლონდონის, პარიზის, ფრანკფურტის, რომის, ვარშავის, კიევის, მოსკოვის და სხვა ოფისებიდან შეიკრიბნენ საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად და მათი პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად.

,,კონფერენციის მიზანია დიალოგის წარმართვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ დელეგატებსა და ადგილობრივ იურისტებს შორის. მანამდე საქართველოში ამ მასშტაბის ფორუმი არ ჩატარებულა“ - განაცხადა იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ.

ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის და სამართლებრივი სტრუქტურის შესასწავლად კონფერენციას ასევე შეუერთდნენ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები ისეთი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Walt Disney Company, Hewlett packard, Johnson & Johnson, Abbott Laboratories და სხვა.

წინა 9 ფორუმმა, რომლებიც ჩატარდა კიევში, ბაქოში, სანკტ-პეტერბურგში, მინსკში, ალმა ატაში, ერევანსა და ვენაში, ნათლად დაანახა ორგანიზატორებს აუცილებლობა იმისა, რომ კომპანიებმა უნდა მოახდინონ მათი შეხედულებების და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა.

ფორუმს დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ქეთი ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი, სამართლის პროფესორი - გიორგი ჯუღელი. მათ ისაუბრეს საქართველოში საკანონმდებლო სიახლეებსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

,,ვიმედოვნებთ, რომ ფორუმის დასრულების შემდეგ ადვოკატებს შეექმნებათ უკეთესი წარმოდგენა საქართველოს საკანონმდებლო გარემოს შესახებ. ეს გახლდათ ძალიან წარმატებული ღონისძიება, სადაც პროფესიონალმა იურისტებმა საქართველო დაინახეს ბევრი დადებითი კუთხით. ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ ღირშესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სფეროში პირველად განხორციელდა," - აღნიშნა BLC-ის პარტნიორმა, ქეთი ქვარცხავამ.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC