სიახლეები და პუბლიკაციები

2015 წლის 9-10 ივლისს, ICC საქართველომ საქპატენტთან და GIZ PSD SC-თან ერთად გამართა კონფერენცია, რომელიც ეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების (IPR) შესახებ კანონის მიღებას, ხოლო შემდგომში ამ მექანიზმების გაუმჯობესებას და განვითარებას საქართველოში.

ვინაიდან საქართველოში ამ ტიპის ღონისძიება პირველად ჩატარდა, ის მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში, ასევე მიმართულებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობასთან მიმართებაში, რაც აკავშირებს სხვადასხვა სტეიქჰოლდერებს ერთმანეთთან.

იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორმა, გიორგი ბათლიძემ ისაუბრა კანონის ფორსირების სამართლებრივი და პროცედურული ასპექტების საკვანძო საკითხებზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC