სიახლეები და პუბლიკაციები

2015 წლის 18 სექტემბერს, BLC-ის პარტნიორი, ალექსანდრე ბოლქვაძე დაესწრო საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს ბათუმში, რომელიც ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით.

ღონისძიებას რეგიონის წამყვანი კომპანიები და სპეციალისტები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებს და საინვესტიციო კლიმატს.

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მიზანი გახლდათ აჭარის, როგორც საუკეთესო საინვესტიციო რეგიონის პოპულარიზაცია. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებმა, უცხოურმა და ადგილობრივმა კომპანიებმა, სხვადასხვა ასოციაციებმა, სავაჭრო პალატის და მედიის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC