სიახლეები და პუბლიკაციები

BLC-ის მხარდაჭერით და გაზეთ Financial-ის ორგანიზებით, 2015 წლის 17 ნოემბერს, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში გაიმართა საინვესტიციო ფორუმი ,,ამერიკული ბიზნესი საქართველოში“.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის განხილვა. საუბარი ასევე შეეხო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებს და იმ გამოწვევებს და რისკებს, რომლის წინაშეც დგანან ინვესტორები დღესდღეობით.

ღონისძიებას საქართველოში მომუშავე ამერიკული კომპანიებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეების აზრით, უნდა გააქტიურდეს მოლაპარაკებები საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

,,ვიმედოვნებთ, რომ 2016 წელი ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი კომპანიისთვის, როგორც 2015 წელი. ამასთანავე, ველით ახალ გამოწვევებს, რომელსაც ჩვენი პროფესიონალური გუნდი კვლავაც წარმატებით გაართმევს თავს,’’ - განაცხადა BLC-ის პარტნიორმა, ქეთევან ქვარცხავამ.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC