სიახლეები და პუბლიკაციები

2016 წლის 16-17 ნოემბერს BLC-ის პარტნიორი, ალექსანდრე ბოლქვაძე დაესწრო სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურულ და ენერგო ინვესტიციების მე-3 წლიურ სამიტს, რომელიც გაიმართა სასტუმრო თბილისი მარიოტში. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ გლობალური ევრო კონვენცია, ხოლო მხარდამჭერი კომპანია კი BLC, როგორც ასოცირებული პარტნიორი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო პირები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და პროექტების მფლობელები, აღიარებული მსხვილი მწარმოებელი ოპერატორები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ სექტორებში კონტრაქტორებთან, კონსულტანტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პროვაიდერებთან ერთად. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და პირველი წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია რეგიონში არსებულ მზარდ პოტენციალზე.

BLC-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ ისაუბრა ენერგეტიკის არსებულ სამართლებრივ სისტემაზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC