სიახლეები და პუბლიკაციები

IFLR-ის ენერგორესურსებისა და ინფრასტრუქტურის გზამკვლევის ახალ გამოცემაში BLC კვლავ დასახელდა წამყვან იურიდიულ კომპანიად.

 

BLC აღიარებულ იქნა, როგორც ,,...ჰიდროენერგეტიკის სექტორში ძალზედ აქტიურად ჩართული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე დიდი პრაქტიკა ჰქონდათ მიღებული, როგორც ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში.“ ამასთანავე, ჩვენ ვამაყობთ, რომ გუნდური მუშაობა, რომელიც ძალზედ ღირებული და მნიშვნელოვანია BLC-თვის, ასევე შესამჩნევია კლიენტებისათვის: "გუნდური მუშაობა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული კომპანიისთვის და BLC-ის თანამშრომლებს აქვთ ეს თვისება."

 

გიორგი ბათლიძე და ალექსანდრე ბოლქვაძე დასახელდნენ წამყვან სპეციალისტებად. უფროსი იურისტი, ანრი ხონელიძე, გზამკვლევის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც სამუშაოსადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეული სპეციალისტი. მან დიდი წვლილი შეიტანა და განავითარა BLC-ის პრაქტიკა ენერგორესურსებისა და ინფრასტრუქტურულ სფეროში.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC