სიახლეები და პუბლიკაციები

,,ბიელსი“-ს პარტნიორი, ალექსანდრე ბოლქვაძე დაესწრო კორპორატიული იურისტების მე-15 საერთაშორისო ფორუმს, რომელიც გაიმართა უკრაინული კომპანია ,,ბიზნეს ფორმატ“-ის ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში“ 2016 წლის 2-4 ოქტომბერს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც იურიდიული კომპანიების პარტნიორები, ბანკის მმართველები, კორპორატიული იურისტები და მათი კონსულტანტები, ასევე კომპანიების შიდა კონსულტანტები, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, იურიდიული კომპანიების ექსპერტები და კერძო კომპანიების მმართველები.

ფორუმის ფარგლებში, ალექსანდრე ბოლქვაძემ გამართა პრეზენტაცია საქართველოში იურიდიული ფირმების მუშაობის სპეციფიკაზე, მათ როლზე, გამოწვევებზე და მიზნებზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC