სიახლეები და პუბლიკაციები

,,ბიელსი“-ს პარტნიორი, ალექსანდრე ბოლქვაძე დაესწრო საქართველო-ყატარის ბიზნეს ფორუმს, რომელიც გაიმართა კატარში, ქალაქ დოჰაში 2016 წლის 4-6 ოქტომბერს, ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

ბიზნეს ფორუმი დოჰაში საქართველოსა და ყატარის პალატების ხელმძღვანელი პირების გამოსვლებით გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს-დელეგაციის წევრები საქართველოს საინვესტიციო სააგენტოდან და სხვა ქართული კომპანიებიდან. ყატარის მხრიდან ბიზნეს სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებულები.

ალექსანდრე გახლდათ ერთ-ერთი გამომსვლელი ფორუმზე. მან გამართა პრეზენტაცია საქართველოს ბაზარზე არსებულ სამართლებრივი გარემოს შესახებ.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC