სიახლეები და პუბლიკაციები

2016 წლის 18 ნოემბერს, იურიდიულმა ფირმამ ,,ბიელსი“ სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში" ორგანიზება გაუწია კონფერენციას სახელწოდებით - ,,სამშენებლო პროექტების განვითარების აქტუალური საკითხები“.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის რეგიონში, სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე წამყვანმა კომპანიებმა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მონაწილეები ასევე შეხვდნენ უძრავი ქონების სერვისების გლობალურ კომპანიას - Colliers International Georgia.

ფორუმი უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის გახლდათ, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ქ.ბათუმის მერიის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.

 

საქართველოში მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა და უძრავი ქონების სააგენტოებმა გაიზიარეს ექსპერტების გამოცდილება და შეხედულებები.

 

,,კონფერენციაზე განხილულ იქნა ის საკითხები, რომლებიც კანონმდებლობაში კარგად არ არის დარეგულირებული და რომლებიც ინვესტორებმა და დეველოპერებმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინონ, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ გარკვეული საფრთხეები.“ - განაცხადა იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC