სიახლეები და პუბლიკაციები

2017 წლის 20 მარტს ,,ბიელსი”-ს პარტნიორმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ,,ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო“-ს (ბია) მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში სახელწოდებით ,,საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერია“-ში.

 

ბატონი ალექსანდრე გახლდათ ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში არსებულ სამართლებრივ გარემოზე. ,,ის კანონები, რომლებიც არეგულირებს საქართველოში ბიზნეს საქმიანობას, საკმაოდ მისაღებია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა ვერ ვითარდება ისე, როგორც საჭიროა. კანონმდებლობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. შესაბამისად, თუ კანონმდებლობა ცუდია, ქვეყანაც ვერ ვითარდება სათანადოდ და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას“ - განაცხადა მან.

 

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური ზრდა, საფინანსო ბაზრები, ვენჩორული კაპიტალის განვითარება და საკრედიტო რეიტინგები.

 

ფორუმს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. B2B შეხვედრის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა უცხოელ ინვესტორებს წარუდგინეს საკუთარი პროექტები და ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC