სიახლეები და პუბლიკაციები

30 ოქტომბერს, ალექსანდრე ბოლქვაძემ ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდ ,,CapEthica”-ს (CIF) წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დიმიტრი ქუმსიშვილთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს ყოველივე კი მიზნად ისახავს ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას. ასევე, ყურადღება გაამახვილეს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საინვესტიციო ფონდი ,,CapEthica” გეგმავს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC