იურისტი | კორპორაციული მიმართულება

თათია ვარსიმაშვილი იურიდიული ფირმა „ბიელსის“ იურისტია, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა კორპორაციულ, კომერციულ, რეგულატორულ, საიმიგრაციო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით. მისი პროფესიული პრაქტიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კორპორაციული გარიგებები, კომპანიების დაფუძნება და ლიკვიდაცია, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ურთიერთობა მარეგულირებელ ორგანოებთან და მოქმედი ბიზნესებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერა.

თათიას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს წილის ნასყიდობისა და სასესხო ტრანზაქციების, კორპორაციული რესტრუქტურიზაციასა და საჯარო უწყებებთან ურთიერთობაში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის პროცესში. იგი კლიენტებს კონსულტაციას უწევს კორპორაციული და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებასა და ანალიზში, პარტნიორთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

მისი საქმიანობა მოიცავს კორპორაციული პროცესების სრულ ციკლს - კომპანიის რეგისტრაციიდან და მიმდინარე იურიდიული მხარდაჭერიდან, ლიკვიდაციის პროცედურებისა და კომპლექსური გარიგებების განხორციელებამდე. გარდა ამისა, თათია კონსულტაციას უწევს კლიენტებს საიმიგრაციო საკითხებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, სთავაზობს რა მათ ბიზნეს ამოცანებზე მორგებულ პრაქტიკულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

გამოცდილება
  • კლიენტის სამართლებრივი მხარდაჭერა წილის ნასყიდობის გარიგების ფარგლებში, რაც მოიცავდა შესაბამისი ხელშეკრულების მომზადებას, ანალიზსა და პროცესის სრულ მართვას, დაგეგმვას;
  • კონსულტაციის გაწევა ბანკთან გასაფორმებელი სასესხო გარიგების საკითხებზე, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების ანალიზი და მომზადება;
  • კლიენტების მხარდაჭერა კომპანიების რეგისტრაციის, კორპორაციულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის, პარტნიორთა გადაწყვეტილებების მომზადებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვა სარეგისტრაციო პროცედურების განხორციელებისას;
  • კლიენტების კონსულტირება ლიკვიდაციის პროცედურებთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან;
  • კლიენტების დახმარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი.
განათლება და კვალიფიკაცია
  • სამართლის ბაკალავრი (LL.M.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
ენები

ქართული | ინგლისური