იურიდიული ფირმა BLC ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს კონსულტაციას უწევს კორპორაციულ, კომერციულ და M&A საკითხებზე ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება კომპანიების დაფუძნებაში, კორპორაციულ სტრუქტურირებაში, მართვაში, კომერციული ურთიერთობების მოწესრიგებასა და რთული ბიზნეს-გარიგებების განხორციელებაში.
ფირმა წარმოადგენს ინვესტორებს, კომპანიებსა და აქციონერებს შერწყმისა და შესყიდვების (M&A), ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების, რესტრუქტურიზაციისა და სტრატეგიული ტრანზაქციების პროცესში. ამ დროს ჩვენ სამართლებრივ სიზუსტეს კომერციული და მარეგულირებელი გარემოს პრაქტიკულ ხედვას ვუთავსებთ. BLC მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა ხელი შეუწყოს ბიზნესის ზრდას, მართოს სამართლებრივი რისკები და დაეხმაროს მათ დინამიკურ ბიზნეს-გარემოში გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენი გამოცდილების ძირითადი მიმართულებებია:
- შერწყმა და შესყიდვები (M&A)
- კორპორაციული სტრუქტურირება და რესტრუქტურიზაცია
- კომპანიების დაფუძნება და კორპორაციული მართვა
- ერთობლივი საწარმოები და აქციონერთა შეთანხმებები
- კომერციული ხელშეკრულებები და ტრანზაქციები
- კომპანიის სამართლებრივი აუდიტი (Legal Due Diligence)
- ინვესტიციების მხარდაჭერა და ბაზარზე შესვლა
- კორპორაციული, მარეგულირებელი და შესაბამისობის საკითხები