There are many things we are proud of here - in BLC. One such element of our corporate DNA is the foundational principle that our firm grows from within, and every associate is welcome to use our platform to excel and create its own footprint in the profession. This is why days like this are especially joyful as we are announcing that our Senior Associate – Ruska Khazaradze has been promoted to the Head of Real Estate and Construction. She joined the firm in 2011 as a paralegal and gradually moved through all associate ranks, demonstrating loyalty and professionalism every step of the way. There is no doubt that, through her vibrant personality and unmatched understanding of real estate and construction regulations, Ruska will bring the firm’s real estate practice to new heights. Her presence is always loud and energetic in the office. Now this energy will spread to the legal market as well. We expect nothing less!
BLC-ში ბევრი რამით ვამაყობთ, მათ შორის, ჩვენი კორპორატიული დნმ-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, რომლის მიხედვითაც ფირმა შიგნიდან იზრდება და ყველა იურისტს საშუალება აქვს გამოიყენოს BLC-ის პლატფორმა წარმატებისა და პროფესიაში თავისი კვალის დატოვებისთვის. სწორედ ამიტომ, ასეთი დღეები განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საშუალება გვაქვს განვაცხადოთ, რომ უფროსი იურისტი - რუსკა ხაზარაძე დაწინაურდა და უძრავი ქონებისა და სამშენებლო მიმართულებას უხელმძღვანელებს. იგი კომპანიას 2011 წელს იურისტის თანაშემწის რანგში შემოუერთდა და ეტაპობრივად ყველა მომდევნო საფეხური გაირა. კარიერული ზრდის თითოეულ ეტაპზე რუსკა ფირმისადმი ლოიალობითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. დარწმუნებულები ვართ, მისი ენთუზიაზმი და უძრავი ქონების/სამშენებლო რეგულაციების უნიკალური ცოდნა ფირმის ამ მიმართულებას ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარება. ოფისი მისი ყოფნისას ყოველთვის ხმაურიანი და ენერგიულია. დროა ეს ენერგია იურიდიული მომსახურების ბაზარსაც გადაედოს. წარმატებებს გისურვებთ, რუსკა!