BLC
Home

Teona Kareli, associate at BLC became a FIDIC Certified Contract Manager


BLC Law Office is thrilled to share the great news that our Associate, Teona Kareli became a FIDIC Certified Contract Manager. This prestigious certification acknowledges her exceptional knowledge and expertise in managing FIDIC contracts throughout their project lifecycle.

The FIDIC Certified Contract Manager credential is a globally recognized qualification reserved for senior-level professionals (around 130 professionals worldwide) who demonstrate a profound understanding of FIDIC publications and possess the capability to effectively apply and manage their provisions.

Teona has demonstrated mastery in managing contracts under various FIDIC Conditions of Contract, including the Red Book (1999 and 2017 edition), Yellow Book (1999 and 2017 edition), Silver Book (1999 and 2017 edition), and the FIDIC Golden Principles (2019).

By successfully passing a rigorous examination, Teona now joins the esteemed list of FIDIC Certified Contract Managers, highlighting her proficiency in the field. You can find her name listed among other accomplished professionals in the FIDIC Certified Contract Manager listing here.

We extend our sincere congratulations to Teona on this remarkable achievement. Her internationally recognized expertise will undoubtedly play a pivotal role in furthering the growth and success of BLC’s project development, construction and FIDIC practice.

* * *

იურიდიული კომპანია ბიელსი მოხარულია გაგიზიაროთ კარგი სიახლე. ჩვენი იურისტი, თეონა ქარელი გახდა FIDIC-ის მიერ სერტიფიცირებული ხელშეკრულების მენეჯერი. ეს პრესტიჟული სერტიფიცირება ადასტურებს მის მიერ განსაკუთრებული გამოცდილების და ცოდნის ფლობას FIDIC-ის ხელშეკრულების მართვაში.

FIDIC-ის სერტიფიცირებული ხელშეკრულების მენეჯერის სერტიფიკატი არის საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია, რომელიც მიეკუთვნებათ უმაღლესი დონის პროფესიონალებს FIDIC-ის გამოცემების სრულყოფილად ცოდნისა და მათი დებულებების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების დასადასტურებლად.

აღნიშნული სერტიფიცირებით, თეონას კვალიფიკაცია FIDIC-ის სხვადასხვა ხელშეკრულებებთან დაკავშირებით (მათ შორის, წითელი წიგნი (1999 და 2017 წლების გამოცემა), ყვითელი წიგნი (1999 და 2017 წლების გამოცემა), ვერცხლისფერი წიგნი (1999 და 2017 წლების გამოცემა) და FIDIC-ის ოქროს პრინციპები (2019)) დადასტურებულია FIDIC-ის მიერ.

ამ მეტად რთული გამოცდის ჩაბარებით, თეონა სხვა მცირე რიცხოვან წარმატებულ პროფესიონალებს (მსოფლიოში 135-მდე) უერთდება FIDIC-ის მიერ სერტიფიცირებული ხელშეკრულების მენეჯერების სიაში, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.

ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ თეონას ამ ღირსშესანიშნავ მიღწევას და მიგვაჩნია, რომ მისი საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია უდავოდ ითამაშებს გადამწყვეტ როლს BLC-ს პროექტების განვითარების, მშენებლობისა და FIDIC-ის პრაქტიკის ზრდის თვალსაზრისით.