უმცროსი იურისტი
გიგა ცხოიძე არის BLC-ის უმცროსი იურისტი, რომლის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციული დავები, გადახდისუუნარობა, რესტრუქტურიზაცია და საკორპორაციო სამართალი. იგი ამზადებს საპროცესო დოკუმენტებს, სამართლებრივ დასკვნებს, ხელშეკრულებებსა და კორპორაციულ დოკუმენტაციას. უზრუნველყოფს სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც ტრანზაქციებში, ისე დავებთან დაკავშირებულ პროექტებში.
გიგა აქტიურად წარმოადგენს კლიენტებს საქართველოს საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში კომპლექსურ და მაღალი მნიშვნელობის მქონე დავებზე. მისი პრაქტიკა მოიცავს დავის სტრატეგიის შემუშავებას, კორპორაციულ რესტრუქტურიზაციას და სხვა საკორპორაციო და სახელშეკრულებო საკითხებს. BLC-ის გუნდს შემოერთებამდე, გიგა მუშაობდა BV Consulting-ში უმცროს იურისტად და იურიდიულ სტაჟიორად, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.
გიგა აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და პროფესიულ სამართლებრივ ინიციატივებში; მონაწილეობა აქვს მიღებული NATO-ს, ევროპის საბჭოს და USAID-ის მიერ ორგანიზებულ სპეციალიზებულ პროგრამებში.
- კლიენტების წარმომადგენლობა სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციულ დავებზე საქართველოს საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, საპროცესო საკითხებისა და დავის სტრატეგიის მართვა;
- გადახდისუუნარობის საქმეებზე მუშაობა, სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
- კონსულტაციების გაწევა საკორპორაციო, სახელშეკრულებო, საგადასახადო და შესაბამისობის საკითხებზე, მათ შორის ხელშეკრულებების, კორპორაციული დოკუმენტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ადაპტაციის პროგრამის მონაწილე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია;
- ბიზნესის სამართლის მაგისტრანტი (LL.M.), საგადასახადო სამართლის მიმართულება, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით.
ქართული | ინგლისური