იურისტი | კორპორაციული და კომერციული

ნიცა სირაძე BLC-ის იურისტია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს იურიდიულ მხარდაჭერას უწევს კორპორაციულ და კომერციულ, საბანკო და საფინანსო, M&A, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი პრაქტიკა მოიცავს სამართლებრივ ანალიზს (due diligence), კორპორაციულ მართვას, წილებისა და აქციების შეძენას, ტრანზაქციების სტრუქტურირებას, დაფინანსების დოკუმენტაციის მომზადებასა და კომერციულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების წარმოებას.

ნიცა BLC-ის გუნდს პირველად 2022 წელს, სტაჟიორის პოზიციაზე შემოუერთდა. საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შემდეგ, იგი ფირმაში 2026 წელს იურისტის პოზიციაზე დაბრუნდა. მანამდე ნიცა მუშაობდა სხვა იურიდიულ ფირმასა და ბანკის შიდა იურისტად, სადაც საგადახდო და საკასო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა. მოგვიანებით იგი საერთაშორისო იურიდიული ფირმის ჟენევის ოფისში მუშაობდა და ჩართული იყო საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და დაზღვევასთან დაკავშირებულ დავებზე მუშაობაში. მას ასევე აქვს სასაქონლო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

ამასთანავე, ნიცა საერთაშორისო საარბიტრაჟო საზოგადოების აქტიური წევრია. იგი რეგულარულად მონაწილეობს არბიტრის სტატუსით საერთაშორისო იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში, მათ შორის, ვილემ სი ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში (Willem C. Vis Moot).

გამოცდილება
  • იმუშავა ქართული ბანკებისა და საერთაშორისო კრედიტორების მონაწილეობით განხორციელებულ დაფინანსების ტრანზაქციებზე, მათ შორის, სასესხო დოკუმენტაციასთან და თანხის გაცემის წინაპირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მონაწილეობდა წიაღისეულის მოპოვების სფეროში საერთაშორისო ინვესტიციის სტრუქტურირებასა და განხორციელებაში, მათ შორის, კორპორაციულ შეთანხმებებთან, წილების შეძენასა და ტრანზაქციის მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებში;
  • იურიდიულ მხარდაჭერას უწევდა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის პროექტს ელექტროენერგეტიკული აქტივებისა და სიმძლავრით სარგებლობის უფლებებთან დაკავშირებული კომერციული შეთანხმებების საკითხებზე;
  • იმუშავა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტზე, მათ შორის, იჯარისა და ოფციონის შეთანხმებებზე, კორპორაციულ საკითხებსა და ტრანზაქციის დოკუმენტაციაზე.
განათლება და კვალიფიკაცია
  • მაგისტრის ხარისხი (LL.M.) საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მიმართულებით, ჟენევის უნივერსიტეტისა და ჟენევის საერთაშორისო და განვითარების კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამა (MIDS), წარჩინებით (Merit);
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, წარჩინებით (Merit);
  • საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემია, არბიტრთა საკვალიფიკაციო კურსის I მოდული;
  • 2023 წელს ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში (Philip C. Jessup Moot) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო ორატორი; საერთაშორისო რაუნდებში დასახელდა 200 საუკეთესო ორატორს შორის და იყო მოპასუხის საუკეთესო მემორანდუმის თანაავტორი (ILSA).
ენები

ქართული | ინგლისური | ფრანგული