უმცროსი იურისტი
მარიამ ქობალია არის BLC-ის უმცროსი იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო კონსულტაციები და დავები, აგრეთვე ფინანსური სექტორის რეგულირების საკითხები. იგი მონაწილეობს სხვადასხვა სახის კომერციული ხელშეკრულებისა და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებასა და სტრუქტურირებულ სამართლებრივ რევიზიაში, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან და ჩართულია საკორპორაციო სტრატეგიების შემუშავებაში. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს სარჩელების, საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადებას სასამართლო დავებისთვის, კონკურენციის სამართლის სფეროში დავებისა და სხვა საჯარო უწყებებში საქმის წარმოებისთვის, აგრეთვე საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის საკორპორაციო, ფინანსური სფეროსა და მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე, სამართლებრივი დასკვნებისა და მემორანდუმების შემუშავებას.
BLC-ის გუნდთან შემოერთებამდე, მარიამი მუშაობდა Montpellier Sentinel Legal-ში იურისტის თანაშემწის პოზიციაზე, სადაც მიიღო გამოცდილება სამოქალაქო და კომერციულ დავებზე მუშაობის, ხელშეკრულებების მომზადების, სამართლებრივი კვლევისა და კლიენტების წარმომადგენლობის მიმართულებით. მანამდე იგი მუშაობდა თბილისის მერიაში იურისტის პოზიციაზე, სადაც ახორციელებდა მუნიციპალური აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებდა მერის აქტების პროექტებს და ამოწმებდა სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს რამდენიმე იურიდიულ სტაჟირებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარ-ასისტენტად.
- კონსულტაციას უწევდა კლიენტებს კომპანიების დაფუძნებისა და სხვა საკორპორაციო საკითხების მიმართულებით, მათ შორის ამზადებდა სადამფუძნებლო დოკუმენტებს, წესდებებს, პარტნიორთა გადაწყვეტილებებს, საერთო კრების ოქმებსა და სხვა კორპორაციულ დოკუმენტებს.
- სხვადასხვა სახის კომერციული ხელშეკრულების, მათ შორის SaaS ხელშეკრულებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული ცვლილებების მომზადება, სამართლებრივი რევიზია და მოლაპარაკება, აგრეთვე მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში კლიენტების მხარდაჭერა.
- საკითხთა ფართო სპექტრზე სამართლებრივი დასკვნების, მემორანდუმების, საპროცესო და სხვა თანმხლები დოკუმენტების მომზადება და კომპლექსური სამართლებრივი და სტრატეგიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, კერძო სამართლის სპეციალიზაცია;
- Erasmus+-ის კვლევითი გრანტი, მილანის უნივერსიტეტი;
- მაგისტრის ხარისხი (LL.M.) კერძო ბიზნეს სამართალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქართული | ინგლისური