იურისტი | სასამართლო დავები და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა
ვერიკო ჯგერენაია BLC-ის გუნდს 2026 წელს შემოუერთდა სასამართლო დავებისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებს, სასამართლო საქმისწარმოებასა და საარბიტრაჟო წარმოებებს.
ვერიკოს აქვს იურიდიული საკონსულტაციო საქმიანობის, საპროცესო წარმომადგენლობისა და დავების სტრატეგიული მართვის მდიდარი გამოცდილება. BLC-ის გუნდისთვის შემოერთებამდე იგი იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას „თიბისი ლიზინგის“ სასამართლო დავების მიმართულებაში, სადაც წარმოადგენდა კომპანიას მნიშვნელოვან დავებზე საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამასთან, მისი გამოცდილება მოიცავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ (GYLA) საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას, რის შემდეგაც სათავეში ჩაუდგა იურიდიული დახმარების ცენტრს -მართავდა გუნდს და პარალელურად განაგრძობდა კლიენტების ინტერესების აქტიურ დაცვას მრავალპროფილურ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. გარდა ამისა, იგი მოწვეული ტრენერის სტატუსით თანამშრომლობდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან.
- კონსულტაციას უწევდა და წარმოადგენდა კორპორაციულ სუბიექტებისა და ინდივიდუალური კლიენტების ინტერესებს სამოქალაქო, კომერციულ, შრომით და ადმინისტრაციულ დავებზე საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- ამზადებდა კომპლექსურ სამართლებრივ დასკვნებს, საპროცესო დოკუმენტაციასა და სახელშეკრულებო შეთანხმებებს კორპორაციული და ორგანიზაციული სუბიექტებისთვის;
- მონაწილეობას იღებდა პროფესიული გადამზადების პროგრამებში და მართავდა საგრანტო პროექტებს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტს მედიაციის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით.
- ევროპული სამართლისა და ეკონომიკის ინტენსიური პროგრამა, რიგის სამართლის სკოლა;
- მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით (LL.M.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით;
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დამატებითი სპეციალიზაცია - ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო).
ქართული | ინგლისური